შინაგან საქმეთა სამინისტრომ RED BULL-სა და კოკა-კოლაზე 35 ათასი ლარი დახარჯა

redbuliსახელმნწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამაგრილებელ სასმელებზე კერძოდ კი Red Bull-სა და კოკა-კოლაზე გასული წლის მანძილზე 35.5 ათასი ლარი დახარჯა. აუდიტის ანგარიშში წერია, რომ ეს ხარჯები სავარაუდოდ განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. სამინისტრომ მსგავსი ტიპის წარმომადგენლობით ხარჯებზე 668 ათასი ლარი დახარჯა. სამინისტრომ ბიუჯეტით სხვა ტიპის პროდუქტებიც, მათ შორის საღეჭი რეზინი, შოკოლადის დრაჟე და ყავა შეიძინა.

“2015 წლის 16 იანვარს სამინისტროსა და შპს “კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას” შორის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გაფორმდა ხელშეკრულება N37 გამაგრილებელი სასმელების შესყიდვაზე ღირებულებით 15.0 ათასი ლარი. ასევე 2015 წლის 22 ივლისს იმავე მიზნით გაფორმდა ხელშეკრულება N542 ღირებულებით 25.0 ათასი ლარი. ორივე ხელშეკრულების ფარგლებში შეძენილია 27.7 ათასი ლარის სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელი.

2015 წლის 15 იანვარს სამინისტროსა და შპს “გაგრა პლუსს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება N35 რედბულების შესყიდვაზე ღირებულებით 11.4 ათასი ლარი. შეძენილია 2736 ცალი 0.25ლ რედბული ღირებულებით 7.8 ათასი ლარი.

2015 წლის 27 იანვარს სამინისტროსა და შპს “იდიეს ბორჯომი თბილისს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება N76 გამაგრილებელი სასმელების შესყიდვაზე ღირებულებით 12.0 ათასი ლარი. წლის განმავლობაში ეტაპობრივად შესყიდულია 10.4 ათასი ლარის საქონელი.

2015 წლის 4 მარტს სამინისტროსა და შპს “ფრესკო რითეილ გრუპს“ შორის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გაფორმდა ხელშეკრულება N170 სასურსათო პროდუქტების შესყიდვაზე ღირებულებით 10.0 ათასი ლარი. ასევე 2015 წლის 15 ივნისს იმავე მიზნით გაფორმდა ხელშეკრულება N452 ღირებულებით 25.0 ათასი ლარი. ორივე ხელშეკრულების ფარგლებში წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეძენილია 32.2 ათასი ლარის სხვადასხვა სასურსათო პროდუქტი, მათ შორის საღეჭი რეზინები, სხვადასხვა სახის ჩაი, ყავა, შოკოლადის დრაჟე მიქსი და ა.შ. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების გაფორმება არ იყო დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ ღონისძიებასთან”, -წერია აუდიტის დასკვნაში.

banner
წინა სტატიაშიუნივერსიტეტის რექტორად გია შარვაშიძე აირჩიეს
შემდეგი სტატიასაფრანგეთმა მოზარდი რადიკალების რაოდენობა დაადგინა