შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის
ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული რ.ნ. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ
წიწამურში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ბალანჩინის ქუჩაზე, შპს
“ცეპელინის” მფლობელობაში არსებული კონტეინერებიდან მუსიკალური ტექნიკა
მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინისა და ავტომანქანის
ჩხრეკისას, მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში„დეკანოზ მამალაძის შეწყალების უფლება პრეზიდენტს ხელისუფლებამ არ მისცა“ – მიტროპოლიტ დანიელის სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ უმრავლესობას შვიდი დეპუტატი დატოვებს, რის შემდეგაც „ევროპული საქართველო“ უმცირესობის სტატუსის გარეშე დარჩება