შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს
დაბადებული ს.ს. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აღნიშნულ ქუჩაზე 3 მსუბუქი
ავტომანქანა გაქურდა. სამართალდამცველებმა ს.ს. თბილისში, ჭიჭინაძის
ქუჩაზე, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას დააკავეს. პოლიციამ,
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე,
საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაში„პირადი ცხოვრებით შანტაჟი არის პრაქტიკა, რომელიც წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან” – ანა დოლიძე
შემდეგი სტატიასასამართლოზე ბადრაგებს ბრალდებულები ერთმანეთში აერიათ – პროცესი გადაიდო