შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქრთამის აღების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა,
საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის
თანამშრომლებთან ერთად, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ქრთამის აღების ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, შსს-ს ქვემო-ქართლის
პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი დ.ბ., მოსამართლის
განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, დ.ბ.-მ , პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების
სანაცვლოდ, სავარაუდო ბრალდებულისგან ქრთამი აიღო.
ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის
1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიილია მეორემ ღარიბაშვილს ანჩისხატის ეკლესიაში დაბრუნების თხოვნით მიმართა
შემდეგი სტატიაგიორგი ნონიაშვილი: “ხელისუფლებამ ღვარძლის და სიძულვილის კამპანია აწარმოა, რამაც გამოიწვია კრიტიკული შეფასებები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან“