შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში ქურდობის მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო
შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე, 1999 წელს დაბადებული თ.ბ.
ქობულეთში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს,
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიის ფანჯარა
დააზიანა, შენობაში შევიდა და მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფარულად
დაუფლებას ცდილობდა. შემოვლაზე მყოფმა სამართალდამცველებმა თ.ბ. შემთხვევის
ადგილზე დააკავეს.
გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის
მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებულ მოზარდზე საუბრობს
შემდეგი სტატიამოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მაჭუტაძე 10 თეზისს აქვეყნებს