შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრულ-ინსპექტორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით პატრულ-ინსპექტორი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს – პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორი ქ.ჩ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიბესელია შუშის სასახლეში ივანიშვილს შეხვდა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე თანაგუნდელებს მოუწოდებს გუნდში დარჩენის გადაწყვეტილება დროულად მიიღონ