შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის
განჩინების საფუძველზე, ძმები: 1969 წელს დაბადებული ფ.ჯ. და 1966 წელს
დაბადებული ვ.ჯ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან არაერთხელ
განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და მათი
ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა . პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული
ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. პოლიციამ ერთ-ერთი
დაკავებულის ბინის ჩხრეკისას 30 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული
საშუალება “სირეცი” ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი
ექსპერტიზები.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა გასაღების ფაქტზე
მიმდინარეობს, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში(Video) საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანიის დირექტორი და ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი დააკავა
შემდეგი სტატიამოქალაქეების უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოში თანამდებობის პირები გავლენებს ბიზნესის მფარველობისთვის იყენებენ