შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1968 წელს დაბადებული ზ.ც. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, დუშეთში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მისი პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილ ნარკოტიკულ საშუალება „მეტადონს“ სისტემატურად ასაღებდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ზ.ც.-გან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ ბრალდებულის მიერ გასაღებული ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილი ამბობდა, დენდრო-პარკი იმისთვის მინდა, ხალხმა ნახოსო და ხალხს სათოფეზე რომ არ აკარებენ იქ, ამაზე კითხვას რატომ არ სვამთ?
შემდეგი სტატიასამეგრელოს გუბერნატოს ახალი მოადგილე ჰყავს