შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული გ.შ. და 2000 წელს დაბადებული ი.ფ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, გ.შ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი, ი.ფ.-ს პირადი ჩხრეკისას კი – პისტოლეტი ამოიღეს.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისაცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩენილ ცეცხლს 52 წლის ქალბატონი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი