შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ნ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 აგვისტოს ნ.შ.-მ,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1981 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, ცივი იარაღით,
მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ნ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად არის ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“ამომრჩევლის დაშინებისთვის პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა”
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე – “ქართულ ოცნებას“ უნდა, საერთაშორისო დამკვირვებლებთან თეთრი და ფუმფულა გამოჩნდეს