შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით
ძებნილი 2000 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს.
ბრალდებულმა ნ.ქ.-მ 2023 წლის 30 აპრილს, 2001 წელს დაბადებულ დ.ო.-ს ცივი
იარაღით სხეულის არეში განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნ.ქ.-ს დაუსწრებლად შეეფარდა 11
წლით თავისუფლების აღკვეთა.
ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.








