შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული გ.გ.
დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 35 აბი ნარკოტიკული
საშუალება “სუბოქსინი” ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია
ექსპერტიზა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე
მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში(Video) “6 წელიწადი მესის შენი მაიმუნური ენა” – დაპირისპირება სოფლისმეურნეობსი მინიტრთან
შემდეგი სტატიაქართველმა პატრულ-ინსპექტორებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის კურსი გაიარეს