შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძარცვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გ.გ., ძარცვის
ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში დააკავეს. დანაშაული 4-დან
6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს გორის
მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში 2001 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს კუთვნილი
მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირაფაელ ნადალი – ნიკოლოზ ბასილაშვილი ფანტასტიურად თამაშობდა, ის შექებას იმსახურებს
შემდეგი სტატიასაქსტატი – საქართველოში სურსათი გაძვირდა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კი გაიაფდა