შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდ დიღომში ბინის გაქურდვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ა.გ.,
ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დიდ დიღომში ერთ-ერთი მოქალაქის
საცხოვრებელი სახლიდან ოქროს სამკაულები და ბიჟუტერია მოიპარა, რის
შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ა.გ.,
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში დააკავა.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე
მუხლით.

banner
წინა სტატიაშირა მუსიკასაც შეუკვეთავს „ქართული ოცნება“, იმ მუსიკაზე ცეკვავენ ჩვენი მოსამართლეები – ანა დოლიძე
შემდეგი სტატიავითარება გარეჯში – ანტისაოკუპაციო მოძრაობა დელიმიტაციის საკითბზე მომუშავე კომისიას წერილობით მიმართავს