შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი
თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ
ნასამართლევი ა.ა., ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ალადაშვილის ქუჩაზე,
მოქალაქის კუთვნილი, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა მოიპარა, რომელსაც
საბურავები და მაგნიტოფონი მოხსნა, შემდეგ კი ავტომობილი ვაშლიჯვრის
ტერიტორიაზე მიატოვა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების
სახით ამოიღეს.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე
მიმდინარეობს, რამაც ნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სსკ-ს
177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ქვეპუნქტით.

banner
წინა სტატიაშისუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის 7 მაღალჩინოსანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
შემდეგი სტატიატექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას სემეკში გაივლიან