შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ზ.ს. ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას,
„აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 150 ვაზნა
ამოიღეს, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით, ცეცხლსასროლ იარაღთა და საბრძოლო
მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2
ნაწილით.

banner
წინა სტატიაშიმანქანების ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი – 1484 ამოქმედდა
შემდეგი სტატია“ქართულმა ხმებმა“ N17 დაწესებულებაში წინასაახალწლოდ კონცერტი გამართეს