შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე, 1996 წელს დაბადებული თ.მ.
დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის
ჩხრეკისას, 385 გრამამდე ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოკითხვის დროს, თ.მ.-მ პოლიციას მის მიერ ბათუმში, სხვადასხვა
მისამართზე გასაღების მიზნით დამალული ნარკოტიკული საშუალებების შესახებ
მიუთითა. სამართალდამცველებმა აღნიშნული მისამართებიდან 21 გრამამდე
ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიბაქო: დავით-გარეჯის კომპლექსი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა
შემდეგი სტატიაშესაძლოა ქართველმა სამართალდამცველებმა მომლოცველები სამონასტრო კომპლექსში არ შეუშვან