შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი
სამმართველოს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული
ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს
დაბადებული ს.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ჰეროინის“ შემცველი 1
კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3
ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო
შეძენა-შენახვას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაჯანმოს ხელმძღვანელი მოსახლეობას წინასაშობაოდ მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს