შინაგან საქმეთა სამინისტრო შოთა პაკელიანის დაკავების შესახებ განცხადებას აკეთებს

შოთა კაპელიანის დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნილია, რომ 23 მარტს შოთა კაპელიანი არ დაემორჩილა სამართალდამცველთა მოთხოვნას და მიმალვა სცადა, რა დროსაც წაიქცა და სხეულზე (სახის, ხელის და მუხლის არეში) მიიღო დაზიანებები.

“პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 0,0664 გრამი ნარკოტიკული საშუალება – ე.წ. „ბიო“ ამოიღო. პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაკავებული შეუძლოდ გახდა, რის გამოც გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და იგი თბილისის N1 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში დაკავებულმა მორიგე ექიმს განუცხადა, რომ მას ე.წ. „ბიო“ ჰქონდა გადაყლაპული. ბრალდებულის სახით დაკითხვისას მან განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება იპოვა და როდესაც პოლიციელები მის შეჩერებას ცდილობდნენ, აღნიშნული ნარკოტიკის ნაწილი მიმალვის მცდელობის დროს გადაყლაპა, რის გამოც შემდგომში შეუძლოდ გახდა.”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რაც შეეხება სხეულზე არსებულ დაზიანებებს, ძალოვანი უწყების ცნობით, ბრალდებულის განმარტებით, მან ეს დაზიანებები მიმალვის დროს, წაქცევის შედეგად მიიღო და დაკავებულს პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

“პოლიციის მიმართ მისი მხრიდან რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, საქმის მასალები გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცემა,”- აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

26 წლის შოთა პაკელიანის ადვოკატი გიორგი მახარაძე და მამა თამაზ პაკელიანი პოლიციელებს დაკავებულის ცემასა და წამებაში ადანაშაულებენ და მოითხოვენ, რომ დადგეს სამართალდამცველების პასუხიმგებლობის საკითხი.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს 18:00 საათზე სრულდება
შემდეგი სტატიამესამე სექტორი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრობლემებზე საუბრობს