შინაგან საქმეთა სამინისტრო სამეგრელოს რეგიონებში „ჭკვიანი“ კამერების განთავსებას განაგრძობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგიონებში „ჭკვიანი“ კამერების განთავსებას
განაგრძობს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვისა და ავტოსაგზაო
შემთხვევების პრევენციის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“
კამერები სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონში ქალაქ ფოთის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორი ლოკაციაზე დაემატა:
► ქ. ფოთი სამეგრელოსა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან – ქ. ფოთი
ჯავახიშვილის ქუჩა ფოთის პორტის შესასვლელამდე. (ნებადართული სიჩქარე 30
კმ/სთ).
► ქ. ფოთი ჯავახიშვილის ქუჩა ფოთის პორტის შესასვლელიდან – ქ. ფოთი
სამეგრელოსა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე. (ნებადართული სიჩქარე 30
კმ/სთ).
აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 2 სექცია ამოქმედდა.
კამერების დამონტაჟებამდე სპეციალისტების მიერ შესწავლილი იქნა აღნიშნული
ლოკაციები, სადაც ძირითადად გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო
ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდებოდა.
სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 795 კმ სიგრძის საავტომობილო გზა
გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის“
კამპანიის და საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში
2019 წლის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედებული იქნება 5
000-მდე ვიდეოკამერა.

banner
წინა სტატიაშიყველამ იცოდა მეუფე ზოსიმეზე, მათ შორის, მამა დიმიტრი შიოლაშვილმაც – მღვდელი გიორგი სხილაძე
შემდეგი სტატიაბათუმში საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა