მიმდინარე წლის 20 იანვარს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ
112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მყოფ ფსიქიკური
აშლილობის მქონე მოქალაქესთან დაკავშირებით.
შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რა დროსაც
ფსიქიკურად დაავადებული პირი – 1998 წელს დაბადებული გ.ნ. თანნაქონი დანით
მათ მოულოდნელად თავს დაესხა. გ.ნ.-მ მის განიარაღებისა და დაკავების
პროცესში სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანის
გამოყენებით ჭრილობები მიაყენა.
სამართალდამცველებმა გ.ნ. ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. დაშავებული
პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი
სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. სამივე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში
რჩება.
პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე
პრიმა მუხლით მიმდინარეობს,-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში