შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის სახელმწიფო საზღვარსა და აეროპორტებში, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე უსაფრთხოების ზომებს სისტემატურად ატარებს. არსებული რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, პრევენციული ღონისძიებები მუდმივად ხორციელდება.

შსს-ს საპატრულო პოლიცია და დაცვის პოლიცია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აკონტროლებს სასაზღვრო გამტარ პუნქტებს ქვეყნის სახელმწიფო საზღვარსა და აეროპორტებში. საკონტროლო გამტარი პუნქტების მუშაობა აეროპორტებში, სახმელეთო და საზღვაო საზღვარზე არსებული ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსების სრული და ეფექტური გამოყენებით მიმდინარეობს.

საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის განხორციელების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა სრულ მზადყოფნაშია. შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მაქსიმალურად აკონტროლებს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის ე.წ. მწვანე ზოლს და უზრუნველყოფს საზღვაო აკვატორიის უსაფრთხოებას.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: სასამართლო ხელისუფლების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნაწილში უმნიშვნელოვანესია
შემდეგი სტატია“მოსამართლეთა რაოდენობა უნდ იყოს ადეკვატური, სამართალწარმოების პრობლემების დასაძლევად”