შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ რიკოთის გვირაბში, მიმდინარე
წლის 7-9 მაისს, გვირაბის სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმებისა და
შესწავლის სამუშაოებთან დაკავშირებით, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.
კერძოდ:

• 7 მაისის 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე;
• 8 მაისის 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე;
• 9 მაისს 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.

რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი
იქნება გვირაბის შემოვლით გზაზე-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიპრინც ჩარლის და სასექსის ჰერცოგინია მეგანს ბიჭი შეეძინათ
შემდეგი სტატიააშშ ირანისთვის “უკომპრომისო პასუხის” გასაცემად ავიამზიდებს გააგზავნის