შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია
ამ წუთებში შეხვედრას მართვას პანკისის ხეობის მოსახლეობასთან. მანამდე კი
მოგაწოდებთ ინფორმაციას პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ პანკისის ხეობაში დღეს განახლდა 5 მეგავატიანი მცირე
ჰესის მშენებლობა.

უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად ადგილზე ეკონომიკის სამინისტროს
მომართვის საფუძველზე დილიდან მობილიზებულია პოლიციის შესაბამისი ძალები.

ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა,
კერძოდ, დაუშინეს ჯოხები და ქვები. დაზიანებულია პოლიციის ტექნიკა,
ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს პოლიციის თანამშრომელმა და პროტესტის
მონაწილეებმა.

მოლაპარაკებების პარალელურად, პოლიციის ძალების გადაადგილებისას,
ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულმა პირებმა პოლიციას კვლავ გაუწიეს
წინააღმდეგობა. პოლიცია იძულებული გახდა სიტუაციის გამწვავების თავიდან
აცილების მიზნით, გამოეყენებინა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, დაემორჩილონ პოლიციის
მოთხოვნებს, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში,
პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით. საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული
იქნება სპეციალური საშუალებებიც.

ამ დროისთვის, ჩვენი ინფორმაციით სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს
27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების
თანამშრომელს. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომელი
გადაყვანილია კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობის აქტიურ რეჟიმზეა გადასული და
საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია-აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – “პოლიციას ვერავინ ვერასდროს შეუზღუდავს არეალებს, დილას ადგილობრივებმა აქ პირველი წინააღმდეგობა გაუწიეს 35 პოლიციელს”
შემდეგი სტატია“ამ თვისებებით სულ უფრო ვემსგავსებით იმ საზოგადოებას, რომელმაც ჯვარს აცვა იესო ქრისტე!”