შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ტესტებს სატრანსპორტო
საშუალების ეკო-მართვის 51 ტესტი დაემატა. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2018
წლის 30 სექტემბრიდან შევა.

დაინტერესებულ პირებს დამატებული ტესტების ხილვა შეუძლიათ ბმულზე –
http://police.ge/files/testebi.pdf

ეკო-მართვის საგამოცდო ტესტები ხელს შეუწყობს მომავალი მძღოლების
ინფორმირებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ჰაერის დაბინძურების
შემცირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

ახალი ტესტები სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული
გამოცდის ევროპული სტანდარტების შესაბამისად მომზადდა”-ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: კომისიას არ აქვს უფლება, მაკონტროლებელმა ორგანომ უთხრას დევნის ორგანოს რომ ამ ადამიანს წაუყენე ამ კვალიფიკაციით ბრალი. ეს არის ძლიან უხეში დარღვევა კონსტიტუციური პრინციპის და ამას ცალსახად ვემიჯნები
შემდეგი სტატიაპირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა