შსს არასრულწლოვანი გოგონას მეხუთე სართულიდან გადავარდნის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 26, 2016 23:46

შსს არასრულწლოვანი გოგონას მეხუთე სართულიდან გადავარდნის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს

მნიშვნელოვანი

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნის ფაქტზე, გამოძიებას აწარმოებს

სხვა სტატიები

shorena-შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნის ფაქტზე, გამოძიებას აწარმოებს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე, საგამოძიებო მოქმედებები მიმდიმარეობს.

არასრულწლოვანი გოგონა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იაშვილის კლინიკაში რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადაიყვანა. მოზარდი კლინიკაში მრავლობითი ტრავმებით მოათავსეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა დღეს საღამოს თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მოხდა. არასრულწლოვანი ე.ვ. საკუთარი სახლის მეხუთე სართულიდან გადავარდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 26, 2016 23:46

Google სტატისტიკა


6,522
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics