შინაგან საქმეთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

შინაგან საქმეთა მინისტრს – ვახტანგ გომელაურს ახალი მოადგილე ჰყავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ამ თანამდებობაზე დაინიშნა ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი იქნება.

ალექსანდრე დარახველიძე სამართალმცოდნეობის მაგისტრია. მას 2019 წლიდან ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. 2018-2019 წლებში დარახველიძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.

2018 წელს მას სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი ამავე
სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო.

2009-2012 წლებში დარახველიძე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
ალექსანდრე დარახველიძე რამდენიმე უნივერსიტეტში ეწევა აკადემიურ საქმიანობას, არის კავკასიის უნივერსიტეტის და ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ტრანსნაციონალურ დანაშაულში ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრმა სასწავლო პროცესი დაიწყო