14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა, გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, მაიკლ ო’ფლაერტთან.

უწყების თანახმად, შეხვედრის ფარგლებში, გეკა გელაძემ, ადამიანის უფლებათა კომისარს გააცნო დეტალური ინფორმაცია როგორც სამინისტროს საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე, ასევე მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ.

„მხარეებმა ასევე განიხილეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპის საბჭოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ვიქტორ ორბანი ოდესღაც კარგი კაცი იყო