9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ზემო სვანეთში, მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რონი მესხმა, ზემო სვანეთში, მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ფიფია და ზემო სვანეთის პოლიციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
მინისტრის პირველმა მოადგილემ, თანამშრომლებისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრაზე ,ასევე, განიხილეს სამართალდამცველების სამუშაო პირობების და მათი საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები.
მინისტრის პირველმა მოადგილემ თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშისაჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიაუკრაინის ქალაქ დნეპრში რუსეთის დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა