შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი სამინისტროს სსიპ-ის –
ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.
მინისტრის მოადგილე აღნიშნული სამსახურის მუშაობის სპეციფიკას,
ინფრასტრუქტურას და არსებულ გამოწვევებს გაეცნო.
შეხვედრის მონაწილეებმა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში
დაგეგმილი, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის რეფორმა განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში, გიორგი ბუთხუზმა სამსახურის იმ ღვაწლმოსილ
თანამშრომლებს, რომლებიც სამინისტროს 2020 წლიდან, პენსიის გამო ტოვებენ
მადლობის სიგელები, საახალწლო საჩუქრები, ასევე, 4 თვის თანამდებობრივი
სარგო გადასცა და ჯანმრთელობის სადაზღვევო პოლისი კიდევ ერთი წლით
გაუგრძელა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის
თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის, სამინისტროს ხელმძღვანელების
სახელით, მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაში(Video) ამერიკის საელჩო ახალ წელს გია ყანჩელის მუსიკით გვილოცავს
შემდეგი სტატია2019 წელი საქართველოში დიდი გამოფხიზლების და გამოღვიძების წელი იყო , ცოტაც გაძელით