შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების ახალი დირექტორები წარადგინა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, სამეგრელო-ზემო
სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს.
მინისტრის მოადგილემ – ვლადიმერ ბორცვაძემ თანამშრომლებს ახალი დირექტორები
პირადად წარუდგინა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლკოვნიკი ნიკოლოზ
დიასამიძე უხელმძღვანელებს. ამ დრომდე დიასამიძეს შინაგან საქმეთა
სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის
მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ნიკოლოზ დიასამიძემ ავთანდილ გალდავა შეცვალა. პოლიციის პოლკოვნიკი
ავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციას უხელმძღვანელებს.
პოლიციის ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შინაგან
საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მიზანია
საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება, ქვეყნისა და
მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ბათუმში 14 წლის წინ მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა