შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თანამდებობას არ ტოვებს და ე. წ “პირბადეების თემა“ შეთითხნილი ბრალდებაა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კომენტარი გააკეთა მის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციულ განცხადებებზე, რომლებიც მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებას და ე.წ. პირბადეების საქმეს გულისხმობდა.

„ადგილზე ვარ და ვმუშაობ საკმაოდ აქტიურად, ზედმიწევნით ვასრულებ ჩემს მოვალეობას, ვემსახურები ქვეყანას და საზოგადოებას. რაც შეეხება „პირბადეების“ თემას – ეს არის სიცრუე, რაღაც ახალი ფენომენი, რომელიც არანაირად არ ჯდება ჟურნალისტური საქმიანობის ეთიკის პრინციპებში. ეს არის სრული სიცრუე და ცილისწამება. როგორც უყურებთ, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ეფექტურად. ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ჟურნალისტიკურ ეთიკასთან ამ ინფორმაციას და ამ მოქმედებას არაფერი არ აკავშირებს და შესაბამისად, ამით ყველაფერი ნათქვამია და ეს არის ცილისწამება. სამწუხაროდ, მსგავს შემთხვევებს ხშირად აქვს ხოლმე ადგილი. ყველაზე სათითაოდ რეაგირებას ვერ მოახდენ, მაგრამ მადლობა, რომ მომეცით საშუალება, გითხრათ, რომ ეს არის სრული აბსურდი და მეტ კომენტარს ამაზე უკვე აღარ გავაკეთებ, არ ღირს ამაზე, ელემენტარულად, კიდევ დროის დაკარგვა. ეს არის სიცრუე“, – განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო “თაიმერი” ანალიტიკოს გოჩა მირცხულავაზე დაყრდნობით წერდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თანამდებობას არ ტოვებს და ე. წ “პირბადეების თემა“ შეთითხნილი ბრალდებაა.

banner
წინა სტატიაშისაკარანტინო ზონად გამოცხადებულ სოფელ ღვანკითში დღეს 1 ტონაზე მეტი ყველის რეალიზაცია მოხდა
შემდეგი სტატიახვალიდან ბათუმსა და ქუთაისში ქალაქში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნება.