შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის დახურვას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი საერთაშორისო
კონფერენციის -“საქართველო-ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის მიმდინარეობა” –
დახურვას დაესწრო.
ღონისძიება საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებითა და მიგრაციის საერთაშორისო
ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
თანამშრომლობით გაიმართა.
კონფერენციაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დელეგაციის წევრები და
საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ღონისძიების
მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის
მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. ნინო ცაციაშვილმა ამ მიმართულებით საქართველოს
მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ
წევრ სახელმწიფოებსა და ევროკავშირთან კოორდინაციით აქტიურად მიმდინარეობს
მუშაობა უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელებისთვის.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – შესანიშნავი შეხვედრა მქონდა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან და სუამ-ის ლიდერებთან