შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, რუსთავი2-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება

3900talakvaze_archil_shss_moadgileშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, რუსთავი2-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

“რუსთავი 2-მა 31 მაისის 9 საათიან გამოშვებაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აბაშიძის ქუჩაზე სუპერმარკეტთან მთვრალმა ახალგაზრდებმა ღამით გადაკეტეს ქუჩა და თითქოს ინციდენტში არჩილ თალაკვაძის თეთრი “აუდი”-ს მარკის ავტომანქანა ფიგურირებს.

მეგობრებო, ინციდენტთან რომელზეც საუბარი იყო Rustavi 2-ის სიუჟეტში, არავითარი კავშირი არც მე და არც ჩემს კოლეგებს არ გვაქვს. თეთრი აუდიც არ არის ჩემი და არასოდეს არ მყოლია. ჩემს მძღოლს, 50 წლის პროფესიონალს, რომელიც 2013 წლიდან დღემდე მემსახურება, კანონი არასოდეს დაურღვევია და არც ამ შემთხვევასთან აქვს რაიმე კავშირი.

ყოველთვის თავს ვიკავებდი რომელიმე მედიასაშუალების ლანძღვისგან და არც ახლა ვაპირებ ლანძღვით ვუპასუხო ამ ტყუილს.

ამ ფაქტზე, რომელზეც რეაგირება მაშინვე მოახდინა პოლიციამ, ვრცელი განმარტება ჩვენმა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა და რატომღაც რუსთავი 2-მა ეს განცხადება არ გამოიყენა დღევანდელ სიუჟეტში.”- წერს არჩილ თალაკვაძე ფეისბუკზე.

banner
წინა სტატიაშიესპანეთში მესის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატიამკვლევარებმა ჰიტლერის უმცროსი ძმა იპოვეს