შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე პასუხი ქილიკი არ უნდა იყოს

მარგ“არიან უფრო დალაგებული, მშვიდი მოაზროვნეები, რომლებიც სტრატეგიულად აზროვნებენ და პოლიტიკურ კონტექსტში ხედავენ პროცესს და არიან უფრო თავქარიანები და ერთხელ მე ვახსენე, მოძველბიჭო ელემენტებიც. ეს პროცესი და დინამიკა ყველგან არსებობს და სრულიად შესაძლებელია, ასეთი დინამიკა არსებობდეს დღესაც ამა თუ იმ ჯგუფში”-განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. მისივე თქმით შესაბამისად, მე არ მინდა რომელიმე პოლიტიკურ ძალას რაიმე ბრალდება წავუყენო, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არაერთგვაროვანია ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი – არიან ხოლმე ასეთი, თავქარიანი ტიპაჟები – ყველგან არიან და ვერავინ მეტყვის, რომ მათში არ არის ასეთი ადამიანი.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე პასუხი ქილიკი არ უნდა იყოს.

აღნიშნული განცხადებით მარგველაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„მე ყოველთვის ყურადღებით ვეკიდები ხოლმე, როცა არის უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებები. ეს არ შეეხება მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის და მხოლოდ პრემიერ-მინისტრის განცხადებებს. მინდა გაგახსენოთ, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც გააკეთა უკვე განცხადება და უკვე მერამდენედ. უმაღლესი თანამდებობის პირი – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებდა განცხადებას და რა რეაქცია იყო პოლიტიკური სპექტრისგან? – რაღაც შაყირი, სკეპტიციზმი, ენამახვილი და ენაკვიმატი პასუხები იყო ხოლმე.

მაშინაც გამოვედი და ვთქვი, რომ ასეთი ძალიან ზედაპირული დამოკიდებულება მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებაზე არაფერს ჩვენ არ გვმატებს. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც აქვს ათასი გამოწვევა, მათ შორის, საგარეო და ასეთი მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებას, ჯობია, რომ დავუკვირდეთ, გავაანალიზოთ და ერთად ვიმსჯელოთ, როგორ გამოვიდეთ ამა თუ იმ ვითარებიდან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე განმარტებით, იგივე პოზიცია შეუძლია დააფიქსიროს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებასთან მიმართებაში.

როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი აკეთებს ასეთი ტიპის განცხადებას, პასუხი არ უნდა იყოს მარტო ქილიკი. ჩვენ რამენაირად უნდა შევეცადოთ და ამ ზეპირსიტყვიერი შაირიდან გადავიდეთ უფრო სერიოზულ პოლიტიკურ დიალოგზე. იმისთვის, რომპოლიტიკოსმა შაყირის დონეზე უპასუხო განცხადებას, არგუმენტი ყველთვის მოიძებნება, მაგრამარ ჯობია, რომ გადავიდეთ ურთიერთობის უფრო ცივილიზებულ ფორმაზე და მაგალითად, დეტალურად გავიაროთ, რას გულისხმობს შინაგან საქმეთა მინისტრი?“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კითხვაზე – მიიღო თუ არა შს მინისტრისგან მსგავსი ტიპის ინფორმაცია, მარგველაშვილი აცხადებს, რომ ოპერატიული ინფორმაციის გამჟღავნების უფლებას გიორგი მღებრიშვილს უტოვებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ყირიმში სახელმწიფო დუმას არჩევნების ლეგიტიმურობა არ აღიარა
შემდეგი სტატიაივანიშვილისგან ჩემი მართვა არ ხორციელდებოდა