შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თურქეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის ელჩს –
ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.

მინისტრმა მეზობელი ქვეყნის ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა თურქეთის
რესპუბლიკასთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, არსებულ
მეგობრულ ურთიერთობებს და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის
ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

ვახტანგ გომელაურმა თურქეთის ელჩს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და
მხარეთა მიერ საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის
მიმართულებით არსებული მიღწევები აღნიშნა.

შეხვედრის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა და ელჩმა​ სამომავლო
თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც განიხილეს.

banner
წინა სტატიაში112-ზე დარეკვისთვის და ცრუ გამოძახებისთვის, მოსწავლეთა მშობლები, ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენლები დაჯარიმდებიან
შემდეგი სტატია„შერატონ გრანდის“ გენერალური მენეჯერი პრემიერთან შეხვედრის შემდეგ – საუბარი ეხებოდა დარგის განვითარებას და იმას, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ არა მხოლოდ სექტორის არამედ ქვეყნის წინსვლისთვის