შინაგან საქმეთა მინისტრი უახლოეს დღეებში პარლამენტში მივა

შს მინისტრისა და უმრავლესობის დეპუტატების დახურული შეხვედრის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ გიორგი მღებრიშვილი პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ამ ეტაპზე, ზუსტდება როდის და რომელი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას დაესწრება გიორგი მღებრიშვილი.

შს მინისტრისა და უმრავლესობის შეხვედრა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო აფგან მუხტარლისა და “ბირჟა მაფიის” საქმეებზე.

banner
წინა სტატიაშისროლა აფხაზეთის “მთავრობის” შენობაში
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარესთან დებატებზე თანახმა იყო, თუმცა მათივე შემოთავაზებაზე მივიღეთ უარი – მიშველაძე