შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ, განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, კერძოდ, ყურადღება გამახვილდა სამართალდაცვით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და საზღვრისპირა სფეროებში თანამშრომლობის ინტენსიურ გაგრძელებაზე.

შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მხარეთა შორის შეხვედრების გამართვის დინამიურობის აუცილებლობასა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი კომისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე – სასწორზე დევს, არც მეტი, არც ნაკლები ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი
შემდეგი სტატია“სირცხვილიას” აქტივისტები კობახიძეს სასამართლოში უჩივლებენ