შინაგან საქმეთა მინისტრი შვედეთის ელჩს შეხვდა
მნიშვნელოვანი
- შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.
სხვა სტატიები
- შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს იმან, რომ 144 კაცი მონაწილეობს კონკურსში – ივანიშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
- ერთი კაცი მოკვდა, კი, ქართველია, ძალიან საწყენია, მაგრამ ამ დონეზე ატანა, აყვანა არ მგონია დღეს საჭირო იყოს
- მე ხმას ნარჩემაშვილის წინააღმდეგ მივცემდი – დავით ბერძენიშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში შვედეთის სამეფოს
საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.
გიორგი გახარიამ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და
მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა შვედეთის სამეფოსთან სამართალდაცვით სფეროში არსებული
წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს და ხაზი გაუსვეს პოლიციის ატაშეების
ინსტიტუტის მნიშვნელობას.
გიორგი გახარიამ ულრიკ ტიდესრომს სამინისტროში განხორციელებული პროექტები
და მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ევროკავშირთან
უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების
საკითხები განიხილეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობის მიერ
საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის.