შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში შვედეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში შვედეთის ელჩს, მარტინა ქვიკს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და შვედეთს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

გიორგი მღებრიშვილმა და მარტინა ქვიკმა საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებულ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაში1 გარდაცვლილი და 10 დაშავებული – აფეთქება თურქეთში
შემდეგი სტატიაეროს რამაზოტის კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა