შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელის მკვლელობის ადგილზე გაემგზავრა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მთავრობის სხდომა დროზე ადრე დატოვა და თელავში გაემგზავრა, სადაც ცოტა ხნის წინ პოლიციის შენობის ეზოში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი სამართალდამცავი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შსს-ს განმარტებით მინისტრი არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნობა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, თელავში, პოლიციის შენობის ეზოში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი სამართალდამცავი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი. მომხდარზე გამოძიება 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“ვინმე მეტრეველი შევარდა შენობაში და დაჭრა პატრული გოგონა” – პოლიციელის მკვლელობის დეტალები
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: რეფორმების მესამე ტალღას ბოლომდე მივყვებით