შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა – ის დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
გელა გელაძის სამუშაო გამოცდილება ასეთია:
2025 წლის 5 აპრილიდან დღემდე – სუსის მოადგილე
2024 წლის 3 დეკემბრიდან 2024 წლამდე იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე
2023 წლიდან 2024 წლის დეკემბრამდე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე
2018 – 2023 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი
2016-2018 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, სამმართველოს უფროსი
2012-2016 – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე
2010-2012 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე
2008-2010 – შპს „ელიზი ჯგუფის“ დირექტორი
2007-2008 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია – მრჩეველი
2007 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტი – მრჩეველი
2005-2006 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე
2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ზედამხედველი
2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი
2004-2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი
2004 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახური გამომძიებელი
2004 – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალური ინსპექციის მრჩეველი
2001-2004 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის თანაშემწე საზოგადოებრივ საწყისებზე
1999-2001 – საქართველოს პროკურატურა – სტაჟიორი
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.