შინაგან მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებს შეხვდა

mxebrშინაგან მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებს, ვიქტორ დოლიძესა და ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა და ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ ესაუბრა.ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, როგორც შს მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, მაქსიმალური რესურსია მიმართული სავარაუდო დამნაშავეების დაკავებისა და საქმის გონივრულ ვადებში გახსნის მიზნით.

გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველ რიგში მისი ინტერესია, აღნიშნულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს.

შს მინისტრის თქმით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და იმ შემთხვევაში, თუ რიგი გარემოებები გამოიკვეთა, გამორიცხული არ არის, საქმის გადაკვალიფიცრება მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიჩეჩნეთში კადიროვს კადიროვის მემკვიდრე უწოდეს
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმე შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს