შიმშილობის მეოთხე დღე – “სვეტის” დაზარალებულები მერთან შესახვედრად ემზადებიან

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 24, 2018 12:56

შიმშილობის მეოთხე დღე – “სვეტის” დაზარალებულები მერთან შესახვედრად ემზადებიან

მნიშვნელოვანი

  • დაზარალებულები ამბობენ, რომ კომპანიაში მათ ეუბნებოდნენ, რომ მშენებლობა დაზღვეულია „ალდაგში" შესაბამისად მათ შიში იმის, რომ "სვეტი“ ბინებს არ ჩააბარებდა არ ჰქონიათ.

სხვა სტატიები

შიმშილობის მეოთხე დღე – “სვეტის” დაზარალებული მენაშენეები სამშენებლო კომპანიის სათაო ოფისში პროტესტის უკიდურეს ზომაზე უარის თქმას მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ. დაზარალებულები ხვალ თბილისის მერს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია მერის მოადგილესთან გუშინდელი აუდიენციის შემდეგ გახდა ცნობილი.

“სანამ კონკრეტულ პასუხებს არ მივიღებთ, აქამდე დაშლას არ ვაპირებთ. ბატონ კახიმაც გამოთქვა სურვილი შეხვედრაზე. ორშაბათს შეხვედრა შედგება და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას რას ვაპირებთ და როგორ,“-განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ბიძინა მშვილდაძემ.

დეველოპერული კომპანიის ბალანსზე დედაქალაქში 4, ხოლო ბათუმში 1 დაუსრულებელი მშენებლობაა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რაიმე გზით მერიამ უნდა უზრუნველყოს მათი პრობლემების გადაჭრა. თუნდაც ეს მოხდეს ინვესტორის ჩანაცვლების გზით.

დაზარალებულები ამბობენ, რომ კომპანიაში მათ ეუბნებოდნენ, რომ მშენებლობა დაზღვეულია „ალდაგში” შესაბამისად მათ შიში იმის, რომ “სვეტი“ ბინებს არ ჩააბარებდა არ ჰქონიათ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 24, 2018 12:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,285
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics