შიმშილობის 29-ე დღე საპატიმროში – პროკურატურა აცხადებს, რომ ირაკლი ჩეიძემ საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა

მოშიმშილე პატიმარ, ირაკლი ჩხეიძესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პატიმარმა საპროცესო შეთანხმების შეთავაზებულ პირობაზე უარი განაცხადა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმის პირველ ინსტანციაზე განხილვისას ირაკლი ჩხეიძეს შესთავაზეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რომლეიც 3-წლიან საპატიმრო და 3 წლიან პირობით მსჯავრს ითვალისწინებდა. საქმე კი ახლა სააპელაციო სასამართლოში განიხილება. ირაკლი ჩხეიძე სასჯელს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის იხდის და ბრალდებულია ასევე ქურდობის ჩადენაში. ის უკვე 29-ე დღეა, საპროცესო გარიგების მოთხოვნით, ციხეში შიმშილობს და უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე. გუშინ განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმაც, სადაც ნათქვამია, რომ ირაკლი ჩხეიძე, მერვე დაწესებულებიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ის ექიმების დახმარებაზე კვლავ უარს ამბობს.

banner
წინა სტატიაშიბენზინში ტყვიის შემცველობა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს შეესაბამება
შემდეგი სტატიაზვიად გამსახურდიას ოჯახი, საქმის გამოსაძიებლად სპეციალური პროკურორის დანიშვნას ითხოვს და შიმშილობას აგრძელებს