შიმშილობის 29-ე დღე პარლამენტთან და მოშიმშილეების პასუხი „ოცნებას“

შიმშილობის 29-ე დღე პარლამენტთან და მოშიმშილეების პასუხი „ქართულ ოცნებას“. ივანიშვილის პარტიის მოწოდების მიუხედავად, უწყვეტი პროტესტის მონაწილეები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ იქამდე ვიდრე არ გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები და არ ჩაინიშნება ქვეყანაში ახლი არჩევნები.

ორი სხვადასხვა რეალობაა – არის ქართველი ხალხი თავისი ყოველდღიური პრობლემებით და იმის იმედით, რომ საქართველოში მათ შვილებს ექნებათ ბედნიერი მომავალი და არის ივანიშვილის ვერცხლის მოყვარულთა კლუბი, კობახიძისა და სხვათა სახით, რომლებიც მომხვეჭველობის და ანგარების გარდა არაფერით არ ხელმძღვანელობენ.

საქართველომ უნდა დაიბრუნოს უფლება იცხოვროს ასეთი ადამიანების გარეშე – ასეთმა ადამიანებმა ეს ქვეყანა არ უნდა მართონ. ჩვენი პროტესტი კონკრეტული მოთხოვნების გარდა, არის უბრალოდ არის პასუხი იმ ყველაფერზე, რაც ივანიშვილმა საქართველოს დამართა. ვიბრძოლებთ ბოლომდე”- აცხადებს პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე.

კიდევ ერთი მოშიმშილის, დარეჯან სხვიტარიას თქმით, “ხალხთან ბრძოლა არცერთ ხელისუფლებას არ მოუგია”.

ხალხის ინტერესებს ვინც არ გაითვალისწინებს, ის ძალიან მაგარ მუშტს მიიღებს. თუ ამას ისინი ვერ აცნობიერებენ, ძალიან ცუდია. ეს არის კიდევ ერთი დანაშაულის დამატება, იმ დანაშაულებისთვის, რასაც ისინი წლებია, აკეთებენ. ფიქრობენ, რომ მუდმივად იქნებიან?! ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალია დასაცავი, ესენი – პირიქით, ქვეყანას ანიავებენ და ანადგურებენ ყველა მიმართულებით. არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ, ვიშიმშილებთ და ამ რეჟიმში ვიქნებით მანამ, სანამ არ მივაღწევთ გამარჯვებას” – თქვა მან.

ცნობილია, რომ ხვალ პარლამენტში ირაკლი კობახიძეს ესლოდებიან. “ქართული ოცნების” პრემიერის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის პარალელურად, დედაქალაქის მთავარ გამზირზე შიმშილობის აქცია გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაში“ოცნებაში” არ გამორიცხავენ, რომ ივანიშვილს ბრიტანეთმაც დაუწესოს სანქციები
შემდეგი სტატია“ოცნების” დეპუტატი ბოჟაძე: “არც ერთი ადამიანი არ უცემიათ”