შიმშილობის 24-ე დღე – რუსთავის საპატიმროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციაა დაგეგმილი

ექიმი იუსტიციის მინისტრს ტყუილში ამხელს. სამედიცინო კონსილიუმის წევრი ზურაბ ფაღავა ადასტურებს, რომ კონსილიუმზე ნამდვილად განიხილებოდა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, რაზეც თანხმობა ყველა ექიმისგან იყო. ფაღავას თქმით, გუშინდელ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე არ ესწრებოდა.

“დავწერეთ რომ არის მრავალპროფილური კლინიკა, სხვადასხვა პროფილის ექიმები,უფრო მეტად ჩნდება ისეთი სიმპტომები, რომელიც შემაშფოთებელია და საჭიროებს ჩარევას უფრო აქტიურს, ვიდრე ადრე.

კიდევ ერთხელ დავაყენეთ საკითხი, რომ საჭიროების შემთხვევაში და რაღაც პარამეტრების შემთხვევაში, ის საჭიროებს აუცილებლად ჰოსპიტალიზაციას”, – ამბობს ზურაბ ფაღავა.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი სხვადასხვა სპეციალიზაციის მედიკოსებთან ერთად საპატიმროში მივიდა და მიხეილ სააკაშვილის ანალიზის პასუხებს გაეცნო. ექიმების თქმით ამ ეტაპისთვის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის შეიძლება ნებისმიერ წუთას დამძიმდეს და საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

დღეს კი რუსთავის საპატიმროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციაა დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის ადვოკატები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ
შემდეგი სტატია“მიშას დროა…მისი შრომის, რეალიზების და ჩვენი ქვეყნისთვის დახარჯვის დროა”