შიმშილობის 22-ე დღე – “ბრძოლა მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყდება”

შიმშილობის 22-ე დღე – პარალამენტთან უწყვეტი აქცია გრძელდება – პროტეტის უკიდურეს ფორმას ახალი არჩევნების და პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით 8 ადამიანი მიმართავს.

მიუხედავად იმისა, რომ მოშიმშილეების მდგომარეობა დღითიდღე უფრო საყურადღებო ხდება, ჯანდაცვის სამინისტროს აქციის მონაწილეებისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადა ამ დრომდე არ გამოუყვია.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბრძოლა მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყდება.

“არ შეიძლება დღეს ჩვენ გავჩერდეთ, 24 საათიანი პროტესტის რუსთაველის გამზირზე უალტერნატივოა. ყველა უნდა გამოვიდეს კომფორტის ზონიდან და უნდა უთხრას საკუთარ თავს, რა შეუძლია უფრო მეტი გააკეთოს”, – ამბობს გედევან ფოფხაძე.

banner
წინა სტატიაშიმარტა კოსი – ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ მათი არსებობა არ დავაზიანოთ
შემდეგი სტატიამობილბანკში იგებ – საქართველოს ბანკის გათამაშების მეორე ეტაპის გამარჯვებულები გამოვლიდნენ