შიმშილობის 21-ე დღე – მოშიმშილეები პოლიტ–პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვენ

შიმშილობის 21-ე დღე – პარლამენტის წინ, 8 ადამიანი ამ დრომდე შიმშილობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე რთულდება, უკვე უჭირთ გადაადგილება, რადგან თავს სუსტად გრძნობენ, თუმცა პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

ისინი ამბობენ, რომ მხნედ არიან და მიიჩნევენ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სინდისის და პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან.

მოშიმშილეებს შორის არის ადამიანი, რომელიც გზის გადაკეტვის გამო იყოდ დაკავებული, თუმცა, გათავისუფლების შემდეგ, ის, ისევ შეუერთდა პარლამენტის წინ შეკრებილებს.

“არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა ჩემ წინააღმდეგ, თუმცა, მაინც გადამიყვანეს იზოლატორში, 14 დღით. 14 დღის შემდეგ პირდაპირ შემოვუერთდი აქციას. დანებებას ჩვენ არ ვაპირებთ, რადგან ჩვენი მოთხოვნები არის უცვლელი და ვიდრე ისინი არ დაკმაყოფილდება და შესრულდება, უკან არ დავიხევთ”, – თქვა მან.

ამასთან, აღასანიშნავია, რომ ისინი აპროტესეტებნ “ქართული ოცნების“ მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას არაბულ კომპანიასთან, მათ თან აქვთ დოკუმენტი, რომელზედაც ყველა ადამიანს, ვინც ეწინააღმდეგება აღნიშნულ პროექტს, აქვს შესაძლებლობა საკუთარი ხელმოწერით დააფიქსიროს საკუთარი მოთხოვნა, გასაჯაროვდეს ის ხელშეკრულება, რომელსაც კობახიძემ გრიფი დაადო.

“ჩვენ ციხეში ადამიანები მარტო იმიტომ გვყავს, რომ მათ აქვთ განსხვავებული შეხედულებები არსებული დე ფაქტო ხელისუფლებისგან. ხალხთან ისინი ანგარიშვალდებულად საკუთარ თავს არ თვლიან, აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ იშოვონ მილიონები, გამოტენონ მილიონებით საკუთარი სახლები, ქმნიანისეთ ფინანსურ ელიტას, რომელიც მოწყვეტილია ხალხისგან და ემსახურება ერთ ადამიანს. ამიტომაც, ეს პროტესტი იყო საჭირო მიმაცნია, რომ ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთეთ და ამით ვაძლიერებთ რუსტაველის გამზირის პროტესტს”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიმარტიდან ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაუქმდება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა