“შიმშილობას გავაგრძელებ ბოლომდე… უარს ვაცხადებ ექიმებთან კონსულტაციასთან გასვლაზე და ანალიზების ჩატარებაზე” -თემურ ქათამაძე

დღეს, ბათუმელი მედროშის, რეჟიმის პატიმრის თემურ ქათამაძის შიმშილობის 34-ე დღეა. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მის შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მიუხედავად შიმშილობის ამ ვადისა, რეჟიმის პატიმარი მხოლოდ ერთხელ, 2025 წლის 15 თებერვალს გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, გამოკვლევებისა და გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით.

“თემურ ქათამაძე 34-ე დღეა შიმშილობს. 16 იანვრიდან, ის იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების ცენტრში და ამ დღიდან უარს ამბობს ყოველგვარი საკვების მიღებაზე და იღებს მხოლოდ წყალს.

შიმშილობის ამ ვადის მიუხედავად, ის მხოლოდ ერთხელ, 2025 წლის 15 თებერვალს გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, გამოკვლევებისა და გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით. თემურ ქათამაძე მიიჩნევდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით იგი საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას, თუმცა, ამ მოთხოვნაზე მას უარი ეთქვა და იმავე დღეს დააბრუნეს დროებითი მოთავსების ცენტრში. პროტესტის ნიშნად, 15 თებერვლიდან, შიმშილობის პარალელურად, თემური უარს ამბობს გამოკვლევების ჩატარებაზე დროებითი მოთავსების ცენტრშიც.

ამ დროისთვის, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება 2025 წლის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოში დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან მისთვის განხორციელებულ ძალადობასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით. თემურ ქათამაძე განაგრძობს ბრძოლას მისი უფლებების დასაცავად,” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიFacebook Live-ების ნახვა, გადმოწერა და გაზიარება 30 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი
შემდეგი სტატიაზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებებზე: ხელს არაფერს მოვაწერთ იმისთვის, რომ ხმამაღალი აპლოდისმენტები მივიღოთ უკრაინის პრეზიდენტი